თამარ მეფე დაიბადა 1160 წელს. იგი იყო საქართველოს მეფის გიორგი მესამის და ოსთა მეფის ასულის ბურდუხანის შვილი. მან ბავშვობიდანვე სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო, ამიტომ თავისი ცოდნით იგი ყველას აოცებდა. თამარზე განსაკუთრებულად ზრუნავდა თავისი მამიდა რუსუდანი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში გათხოვდა და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. თამარის მამას მოუწია დიდი აჯანყების გადატანა, რომელიც თავისმა ძმისშვილმა მოუწყო. ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ გიორგი მესამემ გადადგა საპასუხო ნაბიჯები სამეფო კარზე. მას ვაჟი არ ჰყავდა და იცოდა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ თამარს მეფედ არავინ აკურთხებდა, ამიტომ მან სიცოცხლეშივე აიყვანა სამეფო ტახტზე თამარი და თანამოსაყდრედ დაისვა. მისი ერთგულება კი ყველა დიდებულს დააფიცა. ამის შემდეგ ჩვეული წესით გაგრძელდა სახელმწიფო ცხოვრება, გიორგი მესამე თანამოსაყდრესთან ერთად კვლავ აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაში. დაახლოებით ამავე დროს გარდაიცვალა თამარის დედა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში გატარდა მთელი რიგი რეფორმები გახშირებული ყაჩაღობის წინაამდეგ. მოწვეულმა სამეფო კრებამ ამ დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის უმაღლესი ფორმა ჩამოხრჩობა დააწესა. 1184 წელს კახეთში ყოფნის დროს გარდაიცვალა გიორგი მესამე. იგი თავდაპირველად მცხეთაში დაკრძალეს, ხოლო შემდეგ გელათში გადაასვენეს. მამის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა მეფე თითქმის სულ მარტო დარჩა დიდებულების ხელში. გიორგი მესამის მკაცრი პოლიტიკა მეტად ავიწროვებდა და მუდმივ შიშში ამყოფებდა მათ, რაც მათი მორჩილების გარანტია ხდებოდა. მეფის სიკვდილის შემდეგ კი დიდგვაროვნებს ხელსაყრელი დრო დაუდგათ ძველი დიდების აღსადგენად. მათი პროტესტი მეფისადმი იმით დაიწყო, რომ უკვე მეფედ კურთხეული თამარი მეორედ აკურთხეს მეფედ. ეს პროტესტი თანდათან უფრო გამძაფრდა და სულ მალე ფეოდალებმა განაცხადეს, რომ ისინი აღარ დაემორჩილებოდნენ გიორგი მეფის მიერ დასმულ მოხელეებს. ასეთები იყვნენ ამირსპასალარი აფრიდონი და მსახურთუხუცესი ყუბასარი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ისინი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ბრძოლა დაიწყო ამ თანამდებობის დასაკავებლად. დიდებულების სიძულვილის გამო კი გადაყენებული მოხელეების გვამები რამოდენიმე დღეში მტკვარმა გამორიყა.
წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94
ვიდეო მასალა:http://www.youtube.com/watch?v=Vc3fu6NcBMc

No comments:
Post a Comment