თამარ მეფის მამიდა- რუსუდან დედოფალი, შესაფერის საქმროდ, ოსთა უფლისწულ დავით სოსლანს მიიჩნევდა. მემატიანე მას ახასიათებს, როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი, თუმცა განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგიI-ისა და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესგან. ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო.
თამარ მეფე დათანხმდა დავით სოსლანის შემოთავაზებას, რის შემდეგაც დიდებულები გაემგზავრნენ ოსეთში მის წამოსაყვანად. ქორწილის მსვლელობას, რომელიც დიდუბის სასახლეში გამართულა, რუსუდან დედოფალი ხელმძღვანელობდა. ეს მოხდა 1187 წელს. დავითი სარდლიბდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში მაგალითად: ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში - კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში, ბასიანის ბრძოლაში. როგორც თანამეფე, დავით სოსლანი სახელმწიფოს მართვაშიც მონაწილეობდა.
წყარო:http://burusi.wordpress.com/2009/07/12/tamar-queen-of-georgia/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90/
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94
ვიდეო მასალა:http://www.youtube.com/watch?v=COzA8OQxbzg
No comments:
Post a Comment