საქართველოს ეკონომიკა თამარ მეფის დროს

თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი. დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილიტირიფონის ველზე, რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში, სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის,მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.
მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები.
თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო.
სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.



















წყარო:http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:GEORGIA,_Kingdom._T%E2%80%99amar._Queen_Regnant,_1184-1213._%C3%86_Fals_(26mm,_6.65_g,_3h)._Dated_Year_420_of_the_Paschal_cycle_(AD_1200).jpg&filetimestamp=20100506173059

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94

http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:Barataev_1844._Thamar_and_Davith.jpg&filetimestamp=20100715013342

No comments:

Post a Comment