თამარის მეფობის ადრეული წლები


  • თამარის მეფობის ადრეული წლები

  თამარის გამეფებისთანავე წამოიჭრა მთელი რიგი პრობლემები სამეფო კარზე. დიდებულებისთვის და დიდი თანამდებობის პირებისთვის მიუღებელი იყო ქალი მეფის მმართველობის ქვეშ ყოფნა და ამიტომ თავდაუზოგავად იბრძოდნენ მეტი თავისუფლებისთვის. ასეთი პროტესტი წამოაყენა მეჭურჭლეთუხუცესმა ყურთლუ-არსლანმა და მისმა დასმა, რომელსაც იმ დროს ბევრი თანამოაზრე ჰყავდა.     საქართველოში უძველესი დროიდან აბსოლიტური მონარქია იყო, ისანში კი მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი სამეფო დარბაზი მდებარეობდა.  ყურთლუ-არსლანმა კი მოითხოვა იქვე დაედგათ კარავი, რომელიც მხოლოდ ფეოდალებისთვის იქნებოდა და მეფეს არ ექნებოდა  უფლება სხდომას დასწრებოდა. იგი მხოლოდ იმ კანონებს აღასრულებდა, რომლებსაც დარბაზი იტყოდა, მაგალითად თანამდებობების გადანაწილება, ხალხის შეწყალება-არ შეწყალება და სზვა. ამას გარდა, პროტესტი საყოველთაო გახდა და მასში ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი მონაწილეობდა. ამის გამო თამარ მეფეს მრჩევლებმა ურჩიეს ყურთლუ-არსლანი დაეპატიმრებინა და ამბოხიც დაცხრებოდა,მაგრამ ასე არ მოხდა. ამის შემდეგ თამარმა მოსალაპარაკებლად გაგზავნა ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი. მათ შეასრულეს თავიანთი საქმე და აჯანყებულები მოლაპარეკების მაგიდაზე დასვეს. სანაცვლოდ თამარმა გაატავისუფლა ყურთლუ არსლანი და ხელშეუხებლობის ფიციც დაურთო. საბოლოოდ კარავის შექმნის იდეა დასამარდა, მაგრამ გაიზარდა დარბაზის უფლებები. კერძოდ, დარბაზობაში ფეოდალებთან ერთად მონაწილეობდნენ მოქალაქეთა ზედაფენების წარმომადგენლები. მდგომარეობის დამშვიდების შემდეგ მთელი რიგი რეფორმები გატარდა სასულიერო ცხოვრებაში. მაალი თანამდებობებიდან გადააყენეს უირსი პირები და მათ ნაცვლად ღირსეული ხალხი დანიშნეს

No comments:

Post a Comment