XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ლიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში.1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.
იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახური რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლოს აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.
ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით: “მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ”. მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი. უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძენბს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი I კომნენოსი ჩაუყენა: „და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილი.“ ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს
ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრის მანუელ კომნენოსი მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო . სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.
წყარო: http://forum.ge/?showtopic=33998843
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94
წიგნი: ალ. გამყრელიძე, ბასიანის ომის თარიღი და ტრაპიზონის იმპერიის დაარსების ზოგიერთი საკითხი, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.
No comments:
Post a Comment