მთიელიები 1212 წელს თმარს განუდგნენ. საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით შეაფასა მთიელთა გამოსვლა. მეფე თამარმა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ივანე ათაბაგი ჩაუყენა. სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მეფის მხარეს მყოფი მთიელები გამოიყენა, სამეფო ხელისუფლების ლაშქარს, აჯანყების ჩახშობისშთვის სამი თვე დასჭირდა
ნაჭარმაგევის ( გორის რაიონი) საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად აგარათა ციხეში (კოჯრის ციხეში) გადაიყვანეს. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს. ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს.
თამარის გელათში დაკრძალვა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო. საქართველოს მეფე დაიკრძალა ქართველ მეფეთა ტრადიციულ საძვალეში. არსებობს მრავალი ლეგენდა თამარის სამარხთან დაკავშირებით. არის ასეთი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თამარ მეფეს ანდერძად დაუტოვებია, ისე დაეკრძალათ, რომ მისი საფლავი არავის სცოდნოდა. სწორედ ამიტომ, გაუკეთებიათ ექვსი მოოქროვილი კუბო. ერთი ოჯახიდან მოიყვანეს ოთხი ძმა, რომლებმაც თამარის ცხედარი წაასვენეს და საიდუმლოდ დამარხეს. ძმები უკან აღარ დაბრუნებულან. არსებობს ამ თქმულების სხვადასხვა ვარიანტი. სახალხო მთქმელები თამარის დაკრძალვის ადგილად ასახელებენ სვანეთს, რაჭას, სოფ. მურღულს, იალბუზის მთას, გელათს, ვარძიას, მცხეთას.
ასევე, არსებობს მოსაზრება მეფე თამარის ნეშტის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების შესახებ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეფის საფლავის მტრებისგან დაცვა ყოფილა. საფუძველი ამგვარ ვარაუდს ფრანგი რაინდის გ. დებუას წერილმა დაუდო.
No comments:
Post a Comment